უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, სხვანაირად ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ - გიორგი გახარია

„უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, იმისთვის, რომ სახელმწიფო ემსახუროს საქართველოს მოქალაქეს, ბავშვებს, ჩვენს ხანდაზმულებს, სხვანაირად ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ". - ამის შესახებ გიორგი გახარიამ აჭარაში, ხელვაჩაურში პარტია „საქართველოსთვის" რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ადგილობრივ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის ოფისი იქნება სახლი თითოეული მოქალაქისთვის.

 

„დღეს, ხელვაჩაურში ვხსნით პირველ ოფისს და ეს არ იქნება ოფისი, ეს იქნება სახლი თითოეული ხელვაჩაურელისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტსაც და რა თქმა უნდა აჭარასაც და საქართველოსაც, საქართველოსთან ერთად წინ წავიყვანოთ ეს ქვეყანა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ეს ქაოსი, ლანძღვა, გინება, ცემა, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ მთავარი, უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, იმისთვის, რომ სახელმწიფო ემსახუროს საქართველოს მოქალაქეს, ხელვაჩაურელებს, ბავშვებს, ჩვენს ხანდაზმულებს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ და ამაში თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ხელვაჩაურელმა თავისი როლი უნდა შეასრულოს. საქმეზე რომ ვილაპარაკოთ მარტივი პრინციპები უნდა დავიცვათ, ჩვენ მართლა არავის წინააღმდეგ არ ვართ, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის წარმატებული მომავლის მომხრე, მეორე - ჩვენ არავის ლანძღვას და გინებას, განსაკუთრებით წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ რაც ჩვენ გვაერთიანებს, გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნვა და მესამე - ყველას უნდა გვესმოდეს, უნდა ვეცადოთ ახალგაზრდებს გავუხსნათ გზა, ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალია, ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ აი, ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან უნდა ისწავლონ ღირსეულ სკოლაში, მიიღონ ღირსეული განათლება, იმისთვის რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაზრდილ ბავშვებს გაუწიონ ღირსეული კონკურენცია და ასახელონ თავისი სამშობლო, ამისთვის უნდა ვიშრომოთ ჩვენ ყველამ ერთად. მინდა იცოდეთ ერთი რამ, აქ ყოველთვის ადგილი იქნება ღირსეული, კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მინდა იცოდეთ, რომ ამ სახლის კარი ყველასთვის იქნება ღია, თითოეული რიგითი ხელვაჩაურელისთვის, იმისთვის, რომ მოვისმინოთ ის, რაც თქვენ გაწუხებთ და ყველამ ერთად მივაღწიოთ წარმატებას ხელვაჩაურის, აჭარის და ქვეყნის წინსვლისთვის," - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ

წაკითხვა 420 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.