“ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ვადების დაჩქარებით იქნა მიღებული", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.
"ქართული ოცნების" მხრიდან ველოდები ისეთ გონივრულ კომპრომისს, რომ პროტესტიც აღარ გაგრზელდეს და ქვეყანაც დამშვიდდეს", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეს" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მიზნის მისაღწევად ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, არ გამორიცხავს ქვეყანაში დაბრუნებას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებელს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე პასუხობს: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვეშაძემ, ტელეკომპანია "პირველის "წამყვანებს - ბუკა პეტრიაშვილსა და ეკა მიშველაძეს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას უთხრა, რომ ტემპერატურა აქვს და არ იცის, ხვალ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე შეძლებს თუ არა მისვლას.
