საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განმარტებას ეხმაურება.
როგორც მიხეილ სააკაშვილის აღნიშნავს, ის გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განმარტებას სრულად ეთანხმება.
„მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გავრცელა, სადაც აღნიშნავს:
„მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, - ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.
მარსზე გაფრინდება, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, აიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წამოსასვლელ ბილეთს.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ჩვენ ცუდი ნაბიჯის გადადგმა გვიწევს, რადგან მისი ალტერნატივა ქვეყნისთვის ბევრად უარესია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით - ამ შინაარსის მიმართვას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე, ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 8 ნოემბერს ოპოზიციის მხრიდან ცესკოზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო.
