ოქტომბერი 06 2020 წაკითხვა 1038 ჯერ

პარლამანტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი კონკურენტი მათი წარსულია.

 

თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძველმა ოპოზიციამ 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა.

 

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის". საზოგადოებამ ნახა, რომ 150 დეპუტატის ნაცვლად, ამ ძველმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა, ვნახეთ ასევე თანამდებობების გაყოფის პროცესი წინასწარ, ჯერ კიდევ სანამ არ არის არჩევნები დასრულებული. ჩვენ ამ ყველაფრისთვის დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ გვაქვს გეგმა, პოზიტიური დღის წესრიგი, გამოცდილი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ამ ბრძოლაში, სამართლიანად გავიმარჯვებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ოქტომბერი 06 2020 წაკითხვა 853 ჯერ

„ხელისუფლებას მოვუწოდებ,  შექმნას თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომ წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა დაბალანსდეს და გადაიზარდოს საარჩევნო მარათონში და არა საარჩევნო მუშტი-კრივში“- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

ოქტომბერი 05 2020 წაკითხვა 961 ჯერ

პოზიტიური და ოპტიმისტურია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი,- აღნიშნული შეფასებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტს გამოეხმაურა.

ოქტომბერი 05 2020 წაკითხვა 1039 ჯერ

ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც ჩემი ინიციატივა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ოქტომბერი 03 2020 წაკითხვა 1265 ჯერ

"კრემლის ბინადრები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის "უკვეთავდნენ" და ტრადიცია გრძელდება"

ოქტომბერი 03 2020 წაკითხვა 1093 ჯერ

აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა რამდენიმე სომხური ვებ-გვერდი გატეხეს და არაერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო დოკუმენტი მოიპოვეს.

გვერდი 619 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.