“პატარა ვაშაძე გახარიას იწვევს დებატებში, ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილს" - ივანიშვილი ხაზარაძის გამოწვევას არ მიიღებს
გასაგებია, რომ საარჩევნო პიარ-კამპანია აქვთ და ოპოზიციური პარტიები დღეს საარჩევნო “ამაოების ბაზარზე” არიან”, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში დებატებში იწვევს. მისი თქმით, ქვეყანა რთულ ეკონომიკურ სიტუაციაშია, მთავრობამ კი არ იცის რა ქნას და ამიტომ იმალება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მას შესაბამისი წონადობა არ აქვს” - ქანთარიას თქმით, ივანიშვილი ხაზარაძის გამოწვევას არ მიიღებს.
“მივმართავ „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენს კონტროლირებადში, გამოდით დებატებში. კრიზისიდან გამოსვლის ჩვენი პროგრამა უკვე ნახა საზოგადოებამ. თქვენ როგორ აპირებთ ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას?” - ასე მიმართა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს. “ეს მოძრაობა შეიქმნა ორი კაცის იმუნიტეტისთვის, თავის გადასარჩენად. არ მინდა სიღრმეებში შევიდე, ამას სასამართლო დაადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ზეამოცანა არის როგორმე გამოძვრნენ. შექმნეს ეს მოძრაობა, რათა გადავიდნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ყველაფერი სხვისგან გადმოწერილი აქვთ - იდეაც და პროგრამაც“, - განაცხადა “რეზონანსთან” ნუკრი ქანთარიამ”, - წერს სტატიის ავტორი.
“რაც შეეხება დებატებს, პატარა ვაშაძე გახარიას იწვევს დებატებში, “ლელო” - ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია, რომ საარჩევნო პიარ-კამპანია აქვთ. ოპოზიციური პარტიები საარჩევნო “ამაოების ბაზარზე” არიან და ცდილობენ თავის თავი სარფიანად გაყიდონ. ბიძინა ივანიშვილი რომ გამოიწვიო დებატებში, რაღაც წონადობა ხომ უნდა გქონდეს? ერთი-ორი სკოლა ხომ მაინც უნდა გქონდეს აშენებული, ერთი თეატრი და ერთ კლუბი? მაგრამ ცდილობენ რაღაც დამატებითი იმპულსი შემატონ საარჩევნო კამპანიას, თორემ თვითონაც არ სჯერათ, რომ ასეთი დებატები გაიმართება. ამიტომაც ამბობენ”, - დასძენს გამოცემის კორსპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.
“მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, ეს გამორიცხულია, მაგრამ თავის ამომრჩეველთან ქულებს იწერს” - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს ბიძინა ივანიშვილს უტოვებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ხაზარაძემ იცის, რომ ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, მაგრამ ქულებს იწერს” - ზაქარეიშვილი.
“რა თქმა უნდა, დებატებს წინასაარჩევნოდ იყენებენ პარტიები, უწყინარი ფორმაა, მაგრამ ხშირად ვერ საზღვრავენ სტატუსს. მამუკა ხაზარაძე კენჭს იყრის, ივანიშვილი კი - არა. მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის ისიც, რომ ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, გამორიცხულია. ივანიშვილი უარს თუ იტყვის, ისიც ქულებს იწერს - მას შეუძლია, თქვას, კენჭს არ ვიყრი და რატომ მიწვევთ დებატებშიო. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომ რაიმე შემატონ საარჩევნო კამპანიას. კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუ მათ შორის შეთანხმება შედგებოდა და გაიმართებოდა დებატები, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ამ დონემდე არ მისულა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი