“პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ოთხშაბათის სხდომაზე კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის გვარმა გაიჟღერა, რაც ნიშნავს, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა, ისინიც დაიბარონ კომისიაზე.
“საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით, 27 ივნისამდე, განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მკვეთრად ზღუდავს მედიის შესაძლებლობებს სასამართლო პროცესების გაშუქებისას - სასამართლოს შენობაში, დარბაზში და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება, ტრანსლაცია და აუდიო ჩაწერა მხოლოდ მოსამართლის ნებართვით იქნება დაშვებული.
დღეს უკვე გვაქვს რეალური ხელშესახები შედეგი, გელათის ტაძარს აღარაფერი ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რომელიც გერმანიის პოლიციის მიერ “სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი 170-ზე მეტი პირის სახლის ჩხრეკის თაობაზე აზიარებს ინფორმაციას.
“ჩემზე სანქციას რა აზრი აქვს? პარიზი მაქვს სანახავი, ვაშინგტონი, თუ რა აზრი აქვს? სასაცილო ხდება უკვე ეს ყველაფერი. როდესაც შენ, ამ შემთხვევაში მე და ჩემს თანაგუნდელებს, გვასანქცირებენ იმიტომ რომ, ვართ ე.წ enablers, ამიტომ გვასანქცირებენ, ანუ რატომ გვასანქცირებენ? – რომ ჩვენ არ ვღალატობთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვასანქცირებენ, რომ დამხმარეები ვართ, მისი კურსის გატარებას ვეხმარებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ სტუმრობისას განაცხადა.
,,ჩვენ რეგიონებში დავდივართ და კიდევ უფრო მეტად ცხადი გახდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში”,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
