ივნისი 24 2025 წაკითხვა 685 ჯერ

„ხაბეიშვილის ერთ-ერთი მსგავსი განმარტების მიხედვით, მიშა ახლა უკვე გარეთ უნდა იყოს, ამიტომ, მაგაში არ შევალ. რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, არავინ გამოჩენილა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

ივნისი 24 2025 წაკითხვა 357 ჯერ

ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას, ბატონი ლევან დავითაშვილი დაიკავებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ივნისი 24 2025 წაკითხვა 714 ჯერ

“ომი მიმდინარეობს და ცეცხლის ალშია გახვეული ჩვენი სამეზობლო, საქართველოს პარლამენტში კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო ინტენსიური და განვავითაროთ ჩვენი სოფლები და ქალაქები“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ივნისი 24 2025 წაკითხვა 850 ჯერ

„თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან, ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტის შეფასებისას ისაუბრა.

ივნისი 24 2025 წაკითხვა 578 ჯერ

დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვნებისთვის რესოციალიზაციის შანსის მიცემა და მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის სიმძიმის შემსუბუქება სწორ პრიორიტეტად მესახება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივნისი 24 2025 წაკითხვა 860 ჯერ

ის, რომ 20 ივნისის მერე, გიორგი გახარიას წასვლის და მის მიერ პასუხისმგებლობის აღების ძალიან დიდი სურვილი და ბუნებრიობა იყო გუნდში, ეს ნამდვილად ასე იყო, ამას უკვე საჯაროდ ხედავს ჩვენი კომისიის მოსმენებისას საზოგადოება. ძალიან ვიწრო წრემ იცოდა მაშინ ჩვენს გუნდში, რომ შემოვიდა ზარი უცხოეთიდან, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

გვერდი 66 სულ 717
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.