თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება.
“სულ რამდენიმე სხდომა დარჩა და შემდეგ დაიწყება დასკვნაზე მუშაობა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
„ტრამპის საგარეო პოლიტიკამ ქართული ოპოზიცია დაადუმა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს, რითაც დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთთან დადებულ სავაჭრო შეთანხმებას ეხმიანება.
გელათში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ აღდგეს ძეგლი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობამდეც იყო კონკრეტული დაზიანების მიღებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდა აისახოს სიღარიბის დაძლევაზე, სიღარიბე არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
