„საუბედუროდ ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში"- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ წითელი ჯვრის მეშვეობით იქნა გადმოყვანილი.
„ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ, ახალგორელი 63 წლის მამაკაცის, რომელიც გუშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით იქნა გადმოყვანილი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. საუბედუროდ ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი,"- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
"პოლიტიკოსებს ნუ უყურებთ როგორც დედისერთა შვილის მშობლები. ჩვენც გვაქვს ჩვენი ნაკლი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არ ვიზომებით იმ საზომით, რაც ახლა გამოვიყენეთ. სასიძოს ნუ ეძებთ ჩვენში,"- ამის შესახებ განცხადება "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.
ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
სომხური გამოცემა „ლრაგირ“-ში («Լրագիր») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო დიდი ცვლილებებისთვის ემზადება: რას ფიქრობენ მოსკოვში?“ (ავტორი - ნაირა აირუმიანი).
"მნიშვნელობა აქვს შედეგებს, რომელიც უნდა დადგეს ქვეყნისთვის", - ეს განცხადება გიგა ბოკერიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს და მისი გათავისუფლების შემდეგ საპატიმრო გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს.
