ნოემბერი 18 2019 წაკითხვა 839 ჯერ

“ივანიშვილმა მოატყუა ყველა, ვისი მოტყუებაც შეიძლებოდა. უკიდურესი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა. ფაქტობრივად, დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა, გადადგა საგარეო ურთიერთობის სამი კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერიც. ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი დაგეგმა თავისი ყურმოჭრილი მსახურების, მაგალითად, “ქართუში” მომუშავე ვინმე დაჩი ბერაიასა და თავისი პირადი ექიმის, დიმიტრი ხუნდაძის დახმარებით”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა “ოცნება” თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა” / “ყველა ერთის წინააღმდეგ _ ასე გადაწყდა პარტიების გაერთიანებულ შეკრებაზე”.

ნოემბერი 18 2019 წაკითხვა 938 ჯერ

"გადაჭარბებული მგონია შეფასება, რომ რაც მოხდა, რუსული პროექტია - ჩემი აზრით, ფიქრობენ, რომ ეს “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენაში შეუწყობს ხელს, რაშიც ცდებიან. ისე დაეცა “ქართული ოცნების” რეიტინგი, რომ ამ პროცესებს უფრო საღად შევხედავდი. როგორი საარჩევნო სისტემითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება. მეტიც - დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, ვფიქრობ, მწარედ დამარცხდებიან. ეს ცუდია, რადგან შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” შემოგვიბრუნდეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რევანშის ძლიერი ტალღა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი” / “უკვე ვეღარ გამოვრიცხავთ, რომ ეს უმრავლესობა მთლად დაიშალოს და ახალი უმრავლესობა შეიქმნას. არ ვიცი, ესმით თუ არა “ქართულ ოცნებაში”, რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები”.

ნოემბერი 18 2019 წაკითხვა 896 ჯერ

მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნოემბერი 18 2019 წაკითხვა 928 ჯერ

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რომელიც პარლამენტის ჭიშკარზე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს.

ნოემბერი 17 2019 წაკითხვა 855 ჯერ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რომან კაკულია აცხადებს, რომ ახლა ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა, კონცენტრირდეს მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რაც ოპოზიციამ დააყენა.

ნოემბერი 17 2019 წაკითხვა 870 ჯერ

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ისტორია გვკარნახობს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს ყოფილა მონობისთვის გაჩენილი. არამგონია, ქართველმა ხალხმა ამდენ ტყუილს გაუძლოს, - ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

გვერდი 717 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.