ნოემბერი 26 2019 წაკითხვა 884 ჯერ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება.

ნოემბერი 26 2019 წაკითხვა 843 ჯერ

რა თქმა უნდა, სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა. თუ ეს ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

ნოემბერი 25 2019 წაკითხვა 836 ჯერ

“დღეს ქვეყანაში პოლიტიკას საფუძვლად ტყუილი უდევს, მმართველმა ძალამ ტყუილი აქცია დღის წესრიგად. სადაც ტყუილია, იქ არც პოლიტიკა კეთდება და არც ეკონომიკა ვითარდება, მხოლოდ ნიჰილიზმი მძაფრდება. ისღა დაგვრჩენია, გავაპროტესტოთ არსებული რეალობა და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ მანამ, სანამ საქართველოში არ დამყარდება სრული დემოკრატია, სანამ ჩვენი ქვეყანა არ დაადგება ევროგანვითარების გზას, სანამ არ შევცვლით ამ უნამუსო ხელისუფლებას”, - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა” / “რიგგარეშე არჩევნები თუ ჩატარდება, ეს იმის დასტური იქნება, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ორი ძალის თამაშის მოწმენი ვართ”.

ნოემბერი 25 2019 წაკითხვა 821 ჯერ

“ოპოზიცია უპირველეს ყოვლისა უნდა ეცადოს, რომ კანონის ჩარჩოებიდან არ გავიდეს. რეალურად, ეს “დაბოქლომება” სიმბოლური აქციაა და კონკრეტული შედეგი არ აქვს. ადრე კაბინეტების აჭედვა იყო მოდაში, ახლა აჭედვა უფრო სიმბოლურმა და უკეთესმა ფორმამ შეცვალა, რომელიც იგივე დატვირთვისაა. რეალურად ეს არაფერს მოიტანს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას აიძულებს მუდმივად იყოს ამ გაწამაწიაში ოპოზიციასთან”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის მიერ დაწყებული აქციების “მაინც დაგაბოქლომებთ” შესახებ საუბრისას.

ნოემბერი 25 2019 წაკითხვა 797 ჯერ

“ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად წარმოშობილი საპროტესტო ტალღა “მიინავლა”, ხელისუფლებამ მწარედ ინანა საკუთარი დაპირება მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე.

ნოემბერი 25 2019 წაკითხვა 832 ჯერ

ეს არის პროვინციული სპექტაკლი, სადაც რეჟისორიც და მსახიობებიც არაპროფესიონალები არიან და უხარისხო სპექტაკლებს დგამენ, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ჩაატაროს.

გვერდი 714 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.