"ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას" -ნიკა მელია
ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას. ეს ზამბარა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ჭიმავს, ძალიან მტკივნეულად მოხვდება მას ცხვირ-პირში,
- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვების თაობაზე.
ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება, სადაც სასამართლოს მართავს მურუსიძე - ჩინჩალაძე, პარლამენტს მართავს კობახიძე და შს სამინისტროს მართავს გიორგი გახარია, აუცილებლად ასრულებს რევოლუციით.
„ზვიად კუპრავას თავდებში ვუდგებოდით ჩვენ, დეპუტატები, ასევე, სხვა ადამიანებიც და მივმართეთ შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო, თუმცა დატოვეს პატიმრობაში. გავიხსენოთ, რისთვის ჰყავს ბიძინა ივანიშვილს ეს ადამიანი პატიმრობაში. სასამართლოში მან მოსამართლეს შეაგინაო და ამავე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პანჩური ამოარტყა ადამიანსო, რომლის მტკიცებულება არც არსებობს. პატიმრობაში გაამწესეს ამის გამო უკვე მეოთხე თვეა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც სცემენ, ჯაჭვით მისდევენ და ა.შ. თუმცა დამნაშავეები გარეთ არიან. კორცხელის მოძალადეებიდან არც ერთი მათგანი პატიმრობაში არ არის და კიდევ ბევრი სხვა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას. ამ სიტყვას ჩვენ აღარ უნდა მოვერიდოთ. ხელისუფლება, სადაც სასამართლოს მართავს მურუსიძე-ჩინჩალაძე, პარლამენტს მართავს კობახიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს - გახარია, ასეთი ხელისუფლება მოღვაწეობას ამთავრებს რევოლუციით. დიახაც, რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო უბნებთან, ან მათ მიღმა. ივანიშვილი საზოგადოების მოთმინებას სცდის და რას მიიღებს ამაზე, ძალიან მალე ვნახავთ. ეს ზამბარა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჭიმავს, ძალიან მტკივნეულად მოხვდება მას ცხვირ-პირში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
