ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ეხმიანება ფაქტს, რომ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა.
„საიდან აქვს ხაბეიშვილს 200 ათასი დოლარი, თან რამდენიმე, ეს უცხოური შავი ფულია, რომელიც უნდათ, ძალადობრივ აქციებში, მოსყიდვებში და ათას უბედურებაში გამოიყენონ,“– ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ევროპარლამენტის განცხადებით, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.
მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია.
,აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს – ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ვაპირებ, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილს გავუგზავნო, რადგან ეს არის მისი მმართველობის ანატომია, ეს არის ბოროტებების ნუსხა, ბევრი სიცრუე, რაც მან საზოგადოებას აკადრა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
