ივნისი 22 2020 წაკითხვა 604 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დროებით შეფერხებული სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება.

 

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა "მაესტრო რეგიონების" ეთერში განაცხადა, წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელება დასრულდება.

 

"ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიიდან გამომდინარე გარკვეულწილად შეფერხდა, მაგრამ ძალიან აქტიურად გაგრძელდა, ამ დროისთვის დაახლოებით 670 პროექტზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმ 1950 პროექტიდან, რომელიც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. დაახლოებით 600 პროექტზე მიმდინარეობს შეფასება ტენდერის საშუალებით და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. 120 მილიონ ლარამდეა რაც იხარჯება იმერეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ამას ემატება 220 მილიონი ლარი, რომლის სამუშაოებსაც საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა რომ ვთქვათ, დაახლოებით 500 კილომეტრამდე გზა მოეწყო წელს იმერეთში, მიმდინარეობს ასევე 209 სკოლის რეაბილიტაცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და მშენებლობები, ყველა მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და არცერთი პროექტი პანდემიის გამო შეჩერებული არ არის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ივნისი 22 2020 წაკითხვა 501 ჯერ

23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ივნისი 22 2020 წაკითხვა 502 ჯერ

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ივნისი 21 2020 წაკითხვა 664 ჯერ

ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ახლა თქვენ წა­ი­კი­თხავთ, გულ­გრილს არა­ვის დაგ­ტო­ვებთ.

ივნისი 21 2020 წაკითხვა 769 ჯერ

მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ივნისი 20 2020 წაკითხვა 372 ჯერ

მაკო გომური, რომელმაც გასული წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

გვერდი 526 სულ 688
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.