ივლისი 15 2022 წაკითხვა 325 ჯერ

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში, ქვეყანაში უკვე მყოფ ამერიკელებს კი უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ივლისი 15 2022 წაკითხვა 329 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორისტულ სახელმწიფოდ. ზელენსკის თქმით, მსოფლიოს არცერთი სხვა ქვეყანა არ წარმოადგენს ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორსაც რუსეთი.

ივლისი 15 2022 წაკითხვა 348 ჯერ
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა. ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ შეზღუდვებს შორის რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესება და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებაა.
ივლისი 15 2022 წაკითხვა 310 ჯერ

ლატვია 2023 წლისთვის რუსეთიდან გაზის იმპორტს კრძალავს.

ივლისი 14 2022 წაკითხვა 372 ჯერ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრის დაბომბვის შედეგად კიდევ 25-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ივლისი 14 2022 წაკითხვა 350 ჯერ

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ხანძრებმა იმატა ევროპის სამხრეთში. განსაკუთრებით რთული სიტუაცია შეიქმნა პორტუგალიასა და ესპანეთის დასავლეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.

გვერდი 164 სულ 329
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.