“მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე; როდესაც მე შარშან იმავეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო” – სააკაშვილი
“მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“როდესაც მე შარშან იმავეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა – “ერთობა არის შემოგდებული თემა”, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!
საერთოდ, ამ რუსული რეჟიმის მიერ შემოგდებულმა და ბევრის მიერ ატაცებულმა თემამ – “მოვა მიშა და შეგვჭამს” ძალიან დახია უკან ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის.
მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე.
ჯერჯერობით ახალ-ახალი რეპრესიებით ეს პროვინციული ტირანია ამოწმებს წინააღმდეგობის მოძრაობის სიმტკიცეს, იმის მაგივრად ჩვენ ვამოწმებდეთ მათ სიმტკიცეს, რეჟიმში გაჩენილი ბზარების ფონზე.
პოლიცია კი არ უნდა გვავიწროებდეს, იქით უნდა ვუტევდეთ ამ ფორმაში გამოწყობილ მოძალადეებს, ჯარიმებს კი არ უნდა ვითმენდეთ არამედ უკვე შედგენილი უნდა გვქონდეს ჩამოსართმევი, მოპარული ქონების სია და ფინანსურ მაქინაციებზე აქტიურად უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციებს უცხოელ მეგობრებს.
ვარდების რევოლუციის წინ მე ვიყავი ჩასული ბელგრადში, მათი წინააღმდეგობის მოძრაობის გამოცდილების შესასწავლად და ბევრი რამ რაც ვისწავლე, გამოვიყენე კიდეც 2003 წელს.
ახლაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თუ როგორ იბრძვიან სერბები და გადმოვიღოთ მათი ახლანდელი გამოცდილება. სერბეთსაც მართავს პრორუსული ავტორიტარული კორუფციული რეჟიმი და მათთან დაპირისპირება ძალიან ჰგავს ჩვენს სიტუაციას”, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- “ხოშტარია და კლდიაშვილი თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ეს არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი – ერთ მხარეს თავი გამოჰყავთ მთავარ ანტირუსებად, მეორე მხარეს ფულს შოულობენ რუსული მხარის ხარჯზე” - ირაკლი კობახიძე
- “ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს; ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ, ღვთისმშობლის მეოხებით, ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი” – მეუფე შიო
- ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- “არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის” დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის” დაბრუნებისთვის” - პრემიერი
- “იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდება” - ირაკლი კობახიძე