დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება, - ამის შესახებ The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი „ტვიტერზე“ წერს.
დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში? პირდაპირ ვკითხე, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ - ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 57 და დაშავდა 169 ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება.
ვლადიმერ პუტინი უკვე თვეების განმავლობაში გეგმავდა ამას, ეს არის წინასწარ განზრახული შეტევა, 175 ათასი მებრძოლი და სამხედრო აღჭურვილობა განლაგდა უკრაინის საზღვრების გასწვრივ, აშენდა საველე ჰოსპიტალი, სისხლის მარაგი შექმნა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.