სახალხო დეპუტატები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, მოღალატეებად ჩაითვლებიან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ჯარები და სამხედრო მანქანები უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მხარე არ ადასტურებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.