ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ნებისმიერი სცენარისთვის. მზად ვართ დიპლომატიისთვის, მზად ვართ, ჩავერთოთ დიპლომატიით რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება. ჩვენ მზად ვართ, გავცეთ გადამწყვეტი პასუხი რუსეთს, თუ ის უკრაინაზე განახორციელებს შეტევას, რისი შანსიც ჯერ კიდევ დიდია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯერჯერობით, რუსეთისგან დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
ღრმად ვარ შეშფოთებული გაზრდილი დაძაბულობით და გაზრდილი სპეკულაციებით ევროპაში პოტენციური სამხედრო კონფლიქტის შესახებ. ასეთი კატასტროფული დაპირისპირების შესაძლებლობასაც კი ვერ დავუშვებთ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული საუბრის შემდეგ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების მიზნით, დიპლომატიის გზა უნდა გააგრძელოს.