იანვარი 26 2022 წაკითხვა 362 ჯერ

ეს კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა, რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ძირს წლებია, უთხრის. მისი სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

იანვარი 25 2022 წაკითხვა 470 ჯერ

უკრაინის უმაღლესი რადა მოითხოვს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განისაზღვროს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებს მიმართეს.

იანვარი 25 2022 წაკითხვა 445 ჯერ

რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და პირების სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

იანვარი 24 2022 წაკითხვა 389 ჯერ

ნატო-ს მოკავშირეებს შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებს, ასევე გამანადგურებლებს გზავნიან შეკავების, თავდაცვის გასაძლიერებლად, როცა უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ხორციელდება, - ამის შესახებ ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

იანვარი 23 2022 წაკითხვა 426 ჯერ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის საგარეო უწყებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების გავრცელება. ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS -ი ავრცელებს.

იანვარი 23 2022 წაკითხვა 377 ჯერ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გვერდი 216 სულ 328
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.