რისხვა და ტკივილი - «Frankfurter Allgemeine Zeitung»
გავლენიან გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში («Frankfurter Allgemeine Zeitung») გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით „რისხვა და ტკივილი“ (ავტორი - მარკუს ვენერი), რომელშიც რუსეთ-გერმანიის ურთიერთობის საკითხებთან ერთად, კანცლერ ანგელა მერკელისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთდამოკიდებულებაც არის გაანალიზებული.
გთავაზობთ სტატიის შემოკლებული ვერსიას:
„ანგელა მერკელი რუსეთთან ემოციურ სიახლოვეს განიცდის, თუმცა იმავდროულად იგი აცნობიერებს იმასაც, რომ ვლადიმერ პუტინი ყველა საშუალებით სურს დაასუსტოს გერმანია და განხეთქილება შეიტანოს გერმანულ საზოგადოებაში. ამის შესახებ კანცლერმა მთელი პირდაპირობით განაცხადა ბუნდესტაგში გამოსვლისას. რა უნდა გავაკეთოთ ახლა?“, - ასეთი კითხვაა დასმული პუბლიკაციის დასაწყისში, როცა ავტორი ეხება გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ მნიშვნელოვან ინციდენტს - კიბერშეტევას კონფიდენციალური მასალების მოპარვა-დატაცების მიზნით. სხვათა შორის, კიბერდამნაშავეებმა მერკელის ელექტრონული ფოსტაც გატეხეს და „გაასუფთავეს“.
„ბუნდესტაგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება და თუ პრივატული არხების მეშვეობით ინფორმაციის გაჟონვა მოხდება, ამით სხვადასხვა ქვეყნების საიდუმლო სამსახურები ისარგებლებენ, მათ შორის რუსეთის «ГРУ»-- რუსეთის სამხედრო დაზვერვა, რომელიც, როგორც გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები არიან დარწმუნებულნი, აღნიშნული უკანონო აქციის უკან დგას“, - ნათქვამია სტატიაში.
„ბუნდესტაგში გამოსვლისას კანცლერმა, როცა მას კიბერშეტევასთან დაკავშირებით კითხვა დაისვეს, მომენტით ისარგებლა და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა დაახასიათა. მისი თქმით, გერმანულ საკანონმდებლო ორგანოზე შეტევა რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ „წახნაგს“ წარმოადგენს. „რუსეთი ახორციელებს „ჰიბრიდული ომის სტრატეგიას“, რომელშიც „კიბერდეზორიენტაცია“ და ფაქტების დამახინჯებაც იგულისხმება. ეს შემთხვევითი აქცია კი არ არის, არამედ ნამდვილი სტრატეგიას წარმოადგენს. კიბერშეტევა საშინელებაა, რადგან დავზარალდით ყველა - მეც და ჩემი კოლეგებიც“, - უაპასუხა მან ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას. შემდეგ ანგელა მერკელი შეეხო ბერლინის ცენტრში რუსული სპეცსამსახურის აგენტების მიერ განხორციელებულ მკვლელობას და დეპუტატებს აცნობა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სხვა ნაბიჯებიც არის დაგეგმილი.
ასეთი პირდაპირი გამოსვლა ანგელა მერკელისათვის არატიპიურია. უფრო მეტიც, კანცლერმა ასეთი ფრაზაც კი წარმოსთქვა, რომელიც მის ბაგეთაგან ადრე არავის გაუგონია: „მე გულახდილად გეტყვით, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალზე გულსატკენია“. თავდაპირველად კანცლერმა ეს სიტყვები ისე ახსნა, რომ მათში თითქოსდა პოლიტიკური ტკივილი იგულისხმა: „ერთი მხრივ, ყოველდღიურად ვცდილობ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, იძულებული ვარ ვთქვა, რომ არსებობენ დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ მომხდართან რუსეთის რომელიღაც ძალები არიან დაკავშირებულნი. ასეთია დაძაბული მდგომარეობა, რომელშიც მუშაობა გვიხდება“. როგორც კანცლერმა განაცხადა, მას საქმე ორ რუსეთთან აქვს: ერთი - ოფიციალურია, რომელთანაც ურთიერთობის აწყობას ცდილობს და რომელზეც უკვე მერამდენე წელია დიდ ენერგიას ხარჯავს. მაგრამ არის მეორე რუსეთის, პირველისაგან განსხვავებული, როელიც საფოსტო ყუთებს ტეხს, კერძო ქსელებში იჭრება და ჯაშუშობს, ამახინჯებს ფაქტებს, მათ პროპაგანდას თავისი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ახდენს და გერმანიის საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენას ახდენს.
სწორედ რუსეთი აღრმავებს მიგრაციულ პროცესებს გერმანიაში, როცა ათობით ათას ჩეჩენს შიშის გრძნობას უნერგავს და ამით მათ გერმანიიდან ერეკება. რუსეთი მხარს უჭერს როგორც მემარჯვენე, ასევე მემარჯვენე ექსტრემისტებს გერმანული დემოკრატიისათვის ძირის გამოსათხრელად. კრემლს ერთი დიდი მიზანი აქვს: დაასუსტოს და დაარღვიოს როგორც გერმანია, ასევე ევროკავშირიც.
მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკელი რუსეთს ზურგს არ აქცევს და მასთან ურთიერთობას არ წყვეტს, ამით არაფერი იცვლება: რუსეთის კურსი იგივეა და ასე გრძელდება წლების განმავლობაში. უფრო მეტიც - უარესდება. სწორედ ასეთ სიტუაციამ აიძულა ანგელა მერკელი ბუნდესტაგში გამოსვლისას რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადება გაეკეთებინა.
იმ ტკივილს, რომელსაც, კანცლერის სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი განიცდის, პირადული ხასიათიც აქვს: დაზაბული მდგომარეობა, რომელშიც მას უხდება მუშაობა, განპირობებეულია მისი ძალისხმევით „რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. „მე არ შემიძლია რუსეთის წაშლა ჩემი ცნობიერებიდან“, - თქვა ანგელა მერკელმა დეპუტატების წინაშე. და ამ დროს კანცლერი სრულიად გულწრფელია: იგი ხომ პირად ემოციურ დამოკიდებულებას განიცდის რუსეთის მიმართ. ჯერ კიდევ აღმოსავლეთ გერმანიაში (გდრ-ში) სკოლაში სწავლისას იგი, სხვებისაგან განსხვავებით, რუსულ ენას მაღალ დონეზე დაეუფლა და თანაც ისეთი წარმატებით, რომ ანგელა წაახალისეს კიდეც - 1970 წელს იგი მოსკოვში გაგზავნეს რუსული ენის ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის. ანგელა ხშირად ამბობს, რომ რუსეთთან მას ბევრი რამ აკავშირებს. მაგალითად, „ბითლზების“ პირველი ფირფიტა (სახელწოდებით „ყვითელი წყალქვეშა ნავი“) მან სწორედ მოსკოვში იყიდა. მოგვიანებით ანგელამ, მეგობრებთან ერთად, ნახევრად ლეგალურად, ავტოსტოპით, კავკასიაში და საქართველოში ჩავიდა. მას ზალიან უყვარს რუსი მწერლები - ლევ ტოლსტოი და ფედორ დოსტოევსკი. ამას წინათ კანცლერმა ახალი რომანიც წაიკითხა დიმიტრი შოსტაკოვიჩის შესახებ, კარგად იცის რუსეთის ისტორიაც. მის საწერ მაგიდაზე დიდი ხნის განმავლობაში იდო რუსეთის იმპერატორის, ცხენზე ამხედრებული ეკატერინე მეორის სურათი, რომელიც ეროვნებით გერმანელი იყო. ანგელა მერკელმა კარგად უწყის იმ დანაშაულებების შესახებაც, რაც გერმანელმა ფაშისტებმა ცაიდინეს რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსიაში და სსრ კავშირის სხვა ნაწილებში. იგი ამბობს, რომ გერმანელებს ეს მუდმივად უნდა ახსოვდეთ. ანგელა მოსკოვშიც კი წავიდოდა ომის დასრულების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად, ხელი კორონავირუსის პანდემიას რომ არ შეეშალა მისთვის.
მაგრამ კანცლერის სიყვარული რუსეთის მიმართ - ეს სიყვარულიცაა და იმავდროულად სიძულვილიც - ისევე როგორც ამას განიცდის ყოველი დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი რუსეთთან სიახლოვის დროს, რომელიც კარგად იცნობს რუს ხალხს და მის კულტურას. ანგელას ემოციური გრძნობები რუსეთის მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ მას რუსეთის რეჟიმიც მოსწონს. ჯერ კიდევ გდრ-ის არსებობის დროს მომავალი კანცლერი რუსეტს (საბჭოთა კავშირს) ოკუპანტად და ავტორიტარულ სახელმწიფოდ მიიჩნევდა და ამაში არასოდეს არ აკეთებდა კომპრომისს, თუნდაც იმ დროს, როცა იგი ახალგაზრდა ანგელა, ტემპლინში რუს საბჭოთა ჯარისკაცებს რუსულად ელაპარაკებოდა. მისი პოლიტიკური პოზიცია მოსკოვის მიმართ არასოდეს არ შეცვლილა.
იმ „დემოკრატიულ შარავანდედს“, რაც ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის პირველ წლებში ჰქონდა, ანგელა მერკელი სეცდომაში არ შეუყვანია. ამიტომაც იღებდა იგი თავისთან, სახლში ოპოზიციურად განწყობილ რუს ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს. ამიტომაც არის, რომ ყირიმის ოკუპაციის გამო გერმანიის კანცლერი მთელ ზალისხმევას ახმარს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბევრი წევრი უკვე ფიქრობს - სანქციებს აზრი აღარ აქვსო.
მაგრამ იმავდროულად, თუმცა იოლი არ არის ამის გაკეთება, ანგელა კავშირს არ წყვეტს ვლადიმერ პუტინთან - ერთადერთ პოლიტიკოსთან ევროპაში, რომელიც მასზე უფრო ხანგრძლივადაა ქვეყნის ხელისუფლების სათავეში. გერმანელი კანცლერი რუს პრეზიდენტს უამრავჯერ ესაუბრა ტელეფონით, როცა მან საერთაშორისო სამართალი დაარღვია, ყირიმის ანექსია მოახდინა და უკრაინასთან აშკარა ომი დაიწყო. ანგელა მერკელი ამას მოვალეობის ღრმა გაცნობიერების საფუძველზე აკეთებდა.
და ამ ყველაფერზე მადლობის ნაცვლად რუსეთი გერმანიის წინააღმდეგ ჯაშუშობს, თანაც წარმოუდგენელი მასშტაბებით. ზოგიერთი შეფასებით, გერმანიაში ამჟამად რუსეთის სპეცსამსახურების 150-მდე ოფიცერი მუშაობს, ძირითადად დიპლომატიურ ჭერქვეშ. მოსკოვის დავალებით ბერლინის ცენტრში რუსი ქილერი საქართველოს მოქალაქეს კლავს... ეს დანაშაული რომ შეკვეთილია, ამაში გერმანიის პროკურატურა დარწმუნებულია.
რა თქმა უნდა, ბერლინს შეუძლია დიპლომატის სტატუსის მქონე ყველა შენიღბული რუსი აგენტი ქვეყნიდან გააძევოს, მაგრამ... ეს საკუტარ ფეხში ტყვიის სროლაის ტოლფასი იქნება: რუსეთის იმდენივე გერმანელ დიპლომატს გამოაძევებს. ისინი ხომ ვიღაცამ უნდა შეცვალოს? რუსეთი ამგვარ დარტყმას მშვიდად გადაიტანს, გერმანიისთვის კი ათეულობით ნამდვილი დიპლომატის გამოძევება პრობლემა გახდება.
ასე რომ, რის გაკეთება შეუძლია ბერლინს? მოსკოვის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომების აღკვეთა რთულია და თითქმის არარეალურიც, მაგრამ მისი საჯაროდ დაგმობა, შეკვეთის შემსრულებლებისა და დანაშაულის ჩამდებთა საჯაროდ დასახელება სრულიად შესაძლებელია. სწორედ ეს გააკეთა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში. ეს გერმანული საზოგადოების საქმის კურსში ჩასაყენებლად მნიშვნელოვანია, თუმცა მოსკოვზე, რა თქმა უნდა, ეს გამოსვლა არანაირ შთაბეჭდილებას არ მოახდენს. მოსკოვი ყველაფერს უარყოფს. რუსი აგენტების დაჭერითაც კრემლის პოლიტიკაში არაფერი არ შეიცვლება. ისე გამოდის, რომ კრემლის თავხედური გამოხტომები წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ბერლინში მოსკოვის ძალა დაენახათ...
ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბერლინი და ბრიუსელი მთლად უღონონი და სუსტნი არიან. მათ შეუძლიათ რუსეთს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ფასი გადაახდევინონ. კიბერშეტევებს სიმბოლური ხასიათი ჰქონდა (ჰაკერებს არავითარი საიდუმლო დოკუმენტები არ წაუღიათ) და მის გამო, დიდი-დიდი, ვიზების გაცემაზე შეზღუდვა დაწესდეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური სანქციები, რაზედაც რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის.
2013 წლიდან დაწყებული, რუსეთის ვაჭრობა გერმანიასთან და ევროკავშირთან დაახლოებით 25%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი მოცულობის მქონეა. თანაც არის სფეროები, სადაც ეკონომიკური კავშირების გამოცოცხლება სწრაფად შეიძლება, თუ ამას რუსეთი მოისურვებს. ბერლინში დარწმუნებულნი არიან, რომ დადტგება დრო, როცა მოსკოვი ეკონომიკურ ზარალის მნიშვნელობას გაითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ასეთი ბრეაგირება აუცილებლად ითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერლინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია სხვა ჰიბრიდული თავდასხმებიც“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყაროები:
https://inosmi.ru/politic/20200630/247685388.html
https://www.faz.net/2.1652/angela-merkels-beziehung-zu-russland-zorn-und-schmerz-16829187.html?premium
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"