7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა
2007 წელს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო პროტესტი და აქციები დარბევითა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით დასრულდა.
მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ აქციის მონაწილეებს ხელისუფლება რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით სასტიკად გაუსწორდა. რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეპიცენტრში რიყე მოექცა. აქციების ძალისმიერი დარბევის შედეგად მძიმედ დაშავდა და დაზარალდა ასეულობით ადამიანი. დღის დასასრულს კი სპეცდანიშნულების რაზმი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და არხი გათიშა.
7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე, ამ დრომდე საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
