"17 შინდისელი გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის" - ჯუანშერ ბურჭულაძე
17 შინდისელი გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს – უსამართლობა.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს – უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი, აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, დღეს გაიხსნა შინდისელ გმირთა მონუმენტი.
„მონუმენტი, იცით, დაიწყო ფონდმა, რომელმაც ვერ დაასრულა, ჩვენ, გარდა იმისა, რომ მონუმენტი დავასრულეთ მიმდებარე ტერიტორია კეთილმოვაწყვეთ და ხედავთ, რომ რეკრეაცია, მონუმენტი დასრულებულია და რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, საუბარი იყო მუზეუმის გახსნაზეც, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს გადმოეცათ შენობა და დაიწყო პროექტირება.
„დავიწყეთ პროექტირება, ჯერ ტექნიკური დავალების მომზადება და გადაწყვეტილების შემდეგ, გავაკეთებთ რეაბილიტაციას“, – განაცხადა მინისტრმა.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
