"ყველას არ შეუძლია იმ ჯოჯოხეთის გამოვლა, "კარანტინიდან" უმეტესობა წავიდა" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს

26 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ქეთა ოთა­რაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მის ჩაც­მა­ზე ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­და.

 

თუმ­ცა, სამ­შობ­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას ამის რე­ა­ლი­ზე­ბა ვერ შეძ­ლო. ერთხე­ლაც ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და სამ­შობ­ლო­დან გა­ყო­ლი­ლი ოც­ნე­ბაც იქ აის­რუ­ლა. მას სა­წყი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის 70 დღი­ა­ნი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში ინ­ტერ­ნე­ტით ვე­სა­უბ­რეთ:

 

 

- პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გოგო ვარ, ვინც მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქვეყ­ნის ასე­ვე ძლი­ერ არ­მი­ა­ში უნდა იმ­სა­ხუ­როს. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ჯარ­ში მემ­სა­ხუ­რა. აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, ეს ინ­ტე­რე­სი გა­მიღ­რმავ­და. ერთ დღე­საც, ისე­ვე, რო­გორც ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე მარ­ტომ, ასე­ვე მი­ვი­ღე ჯარ­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც და და­ვი­წყე ფიქ­რი, რო­გორ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი ამე­რი­კის არ­მი­ა­ში. ეს ჩემი ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნაა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან კარ­გად მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი აწყო­ბი­ლი. ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ­დი. მუდ­მი­ვი კავ­ში­რი მქონ­და სპორ­ტსმე­ნებ­თან, ვხე­დავ­დი, რო­გორ იბ­რძოდ­ნენ ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად, რო­გორ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ მედ­ლის­თვის და ეს ერ­თგვა­რი მო­ტი­ვა­ცია გახ­და ჩემ­თვის. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე გზის გავ­ლა მი­წევს, ოღონდ სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რის­თვის.

 

 

ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა შტატ­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი რეკ­რუ­ი­ტე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა­ში გეხ­მა­რე­ბი­ან, ანუ გაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბენ, გას­წავ­ლი­ან და გიხ­სნი­ან ყვე­ლა ეტაპს. ჩემს ახ­ლოს, ნიუ-რი­ოკ­ში მდე­ბა­რე შტაბს მი­ვა­შუ­რე, სა­დაც ამიხ­სნეს, თუ რა სა­ხის მომ­ზა­დე­ბა უნდა გა­მევ­ლო. არ­მი­ა­ში სამ­სა­ხუ­რის­თვის ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა­მაც მო­მი­წია, რაც არც ისე ად­ვი­ლი ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი იყო.

 

 

 
 
იმავდრო­უ­ლად, მოგ­ვამ­ზა­დეს სირ­ბილ­ში, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის ნა­წილ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გო­გო­ნებს ცოტა შე­ღა­ვა­თი გვაქვს, სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 17 წუთ­ში 3,4 კმ უნდა დაგ­ვე­ფა­რა. ეს ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­შია, რო­მელ­საც ხან ეკი­პი­რე­ბით, ხა­ნაც ისე ვა­ბა­რებთ. ამას უკვე უშუ­ა­ლოდ ბა­ზა­ზე ინ­სტრუქ­ტო­რი წყვეტ­და. ასე­ვე, მოწ­მდე­ბა ფი­ზი­კუ­რი ძალა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გამ­ძლე­ო­ბა და კარ­დიო-რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ფი­ზი­კუ­რად ყო­ველ­თვის კარგ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი, სპორ­ტი ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ოღონდ ქა­ლის­თვის შე­და­რე­ბით არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი, კა­რა­ტე და კრი­ვი მომ­წონ­და.
 
 

რაც შე­ე­ხე­ბა, შემ­დეგ ნა­ბი­ჯებს - სხვა საგ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბაც დამ­ჭირ­და. 10 საგ­ნის­გან - ინ­გლი­სუ­რი, მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია და სხვა ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის­გან შედ­გე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტი ჩა­ვა­ბა­რე. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბაც... ტერ­მი­ნო­ლო­გია ინ­გლი­სუ­რად არის და ლა­მის ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც კი უჭირთ. უნა­რე­ბი ცალ­კე საგ­ნად არ არის, მაგ­რამ ათი­ვე სა­გან­ში მისი ელე­მენ­ტე­ბია შე­ტა­ნი­ლი. ერთი სი­ტყვით, გამ­სვლელ 31 ქუ­ლას თუ აი­ღებ, ჩა­ბა­რე­ბუ­ლი გაქვს, მაგ­რამ რაც მეტს აი­ღებ, შემ­დეგ­ში პერ­სპექ­ტი­ვის თვალ­საზ­რი­სით უკე­თე­სია.

 

 

 

 

- ალ­ბათ მკაც­რი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რეთ...

 

- დიახ, ორი­ვე­ჯერ ნიუ-იორკში. ძა­ლი­ან მკაც­რი შე­მოწ­მე­ბა იყო. თხე­მი­დან ფე­ხის ფრჩხი­ლამ­დე დე­ტა­ლუ­რად შეგ­ვა­მოწ­მეს, ყვე­ლა მალა შეგვმოწ­მეს, მო­ტე­ხი­ლო­ბა ხომ არ გვქონ­და, ასე­ვე, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ხომ არ მოგ­ვი­წია... შეგ­ვა­მოწ­მეს ტა­ტუ­ზეც. ისეთ ად­გი­ლას არ უნდა გქონ­დეს, ფორ­მი­დან გა­მოჩ­ნდეს.

 

 

- კონ­ტრაქ­ტი რამ­დენხნი­ა­ნია?

 

- 3 წელი და 20 კვი­რაა... შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­მი­ა­ში 150-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ტი­პის სამ­სა­ხუ­რია. მე პირ­ვე­ლი კონ­ტრაქ­ტით, ლო­ჯის­ტი­კის სფე­რო, ანუ ქვე­და­ნა­ყო­ფის მო­მა­რა­გე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბა ვარ­ჩიე. სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­გის­ტრა­ტუ­რა მქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დიპ­ლო­მი აქ გა­და­ვა­თარ­გმნი­ნე, და­მი­მოწ­მეს და სპე­ცი­ა­ლის­ტის რან­გი E-4 (სულ 9 რან­გია) მო­მა­ნი­ჭეს, რაც საკ­მა­ოდ მა­ღალ ხა­რის­ხად მი­იჩ­ნე­ვა... შე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, მათ შო­რის, ცხელ წერ­ტი­ლებ­ში აღ­მოვ­ჩნდე - ყველ­გან სა­დაც ამე­რი­კის ჯარი დგას. ამას კონ­ტრაქ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს და მზად ვარ. სა­რის­კოა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო... ამე­რი­კა, მხო­ლოდ ჩემი ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნა კი არა, უკვე ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლო გახ­და.

 

 

- სა­წყი­სი მომ­ზა­დე­ბის კურ­სზეც გვი­ამ­ბე, რთუ­ლი იყო?

 

- რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი - 70 დღე გვქონ­და კა­რან­ტი­ნი. გახ­სე­ნე­ბაც მი­ჭირს. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო პირ­ვე­ლი კვი­რა, რო­მელ­საც "წი­თელ ფა­ზას" ვე­ძახ­დით. ტე­ლე­ფო­ნე­ბი ჩა­მოგ­ვარ­თვეს და გა­რე­სამ­ყა­როს­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი გავ­წყვი­ტეთ, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. მთე­ლი დღის გან­მა­ლო­ბა­ში, ოთახ­ში თით­ქმის არ შევ­დი­ო­დით, 16 სა­ა­თი გა­რეთ ვი­ყა­ვით და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­წევ­და ფი­ზი­კუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი... ერთს თუ შეგ­ვეშ­ლე­ბო­და, იმას კი არა, მთელ გუნდს გვსჯიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, ეს ეხე­ბო­და მო­წყო­ბა­ზე თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წა­მით დაგ­ვი­ა­ნე­ბას, ან არას­წო­რად დგო­მას, ან რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ ად­გილ­ზე უმოძ­რა­ოდ ყოფ­ნა და სხვა და­ვა­ლე­ბე­ბი... ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, თით­ქოს შე­უძ­ლე­ბე­ლიც არა­ფე­რი იყო, უბ­რა­ლოდ მი­უჩ­ვევ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ვცდი­ლობ­დით იო­ლად გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, რაც არას­წო­რი მიდ­გო­მა იყო, მაგ­რამ თა­ვი­დან ვერ ვხვდე­ბო­დით... არა­და, ყვე­ლა­ფერს გვიხ­სნიდ­ნენ, რათა შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი პრაქ­ტი­კა­ში გა­დაგ­ვე­ტა­ნა. ფი­ზი­კურ­ზე მე­ტად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი გვქონ­და. "ჯა­რის­კა­ცის ფიც­ში" გვი­წე­რია კი­დეც, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ერ­თნა­ი­რად ძლი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ. ანუ თუ მენ­ტა­ლუ­რად ძლი­ე­რი ხარ, ფი­ზი­კურს გა­და­ლა­ხავ... ძა­ლი­ან მძი­მე იყო, ბოლო ორი კვი­რაც. ფი­ზი­კურ ვარ­ჯი­შებს უკვე შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა სულ უფრო რთულ­დე­ბო­და, მაგ­რამ მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ­დით, რომ ოდეს­მე ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბო­და...

 

 

 

 

- ალ­ბათ ვი­ღა­ცებ­მა ვერ გა­უძ­ლეს. ხომ?

 

- ბევ­რმა ვერ გა­უძ­ლო... უმე­ტე­სად, გო­გო­ნე­ბი წა­ვიდ­ნენ. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც რა­ღაც სა­ხით ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, ზოგ­მა მენ­ტა­ლუ­რად ვერ გა­უძ­ლო. ზოგს შვი­ლი ენატ­რე­ბო­და, ზოგს ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი. ამას ემა­ტე­ბო­და უთე­ნია, ყვი­რი­ლით და ჩხუ­ბით გაღ­ვი­ძე­ბა, რად­გან გაჩ­ვე­ვენ დის­კომ­ფორ­ტს, დას­ჯას... თავ­დას­ხმას, თავ­დაც­ვას, ალ­ყის გა­კე­თე­ბას, მოხ­სნას ვსწავ­ლობ­დით. სა­ერ­თოდ, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა სტა­დია გა­ვი­ა­რეთ. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ერთ კვი­რა­ში წა­ვიდ­ნენ. ამ დროს ჯა­რის­კა­ცე­ბი ასე ვამ­ბობთ - არ და­ნებ­დე!.. ვინც და­ნებ­და, ვერ შეძ­ლო... თუმ­ცა, არც ვამ­ტყუ­ნებ. ყვე­ლას არ შე­უძ­ლია იმ ჯო­ჯო­ხე­თის გა­მოვ­ლა. რა­ღა­ცე­ბი ფრაგ­მენ­ტუ­ლად მახ­სოვს. თუ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ დატ­ვირ­თვას არ ჩავ­თვლით, ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი გვქონ­და, სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით, ხი­ლით, დე­სერ­ტით... მე­თა­უ­რო­ბა სა­ი­თი­თა­ოდ ამოწ­მებ­და, ჩვე­ნი ულუ­ფა სრუ­ლად მი­ვირ­თვით თუ არა. მად­ლი­ე­რე­ბის დღის წინა დღეს დავ­დეთ ფიცი და რო­დე­საც მე­თა­უ­რო­ბამ მოგ­ვმარ­თა, ჯა­რის­კა­ცო! - მივ­ხვდი, რომ ამ ერთი სი­ტყვის­თვის ღირ­და ის 70-დღი­ა­ნი ტან­ჯვა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი უკან მო­ვი­ტო­ვე და ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­დავ­შა­ლე... მა­ნამ­დე "გა­საწ­ვრთნე­ლებს" გვე­ძახ­დნენ და ეს რა­ღაც­ნა­ი­რად მე­ხა­მუ­შე­ბო­და.

 

 

- ახლა რა ეტაპ­ზე ხართ?

 

- უკვე სამ­სა­ხუ­რის ტრე­ნინგს გავ­დი­ვართ, ანუ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი და­ვი­წყეთ, თუმ­ცა ვარ­ჯი­ში იგი­ვეა. ისევ დი­ლით ადრე ვიღ­ვი­ძებთ, მო­წყობ­ზე ვდგე­ბით და შემ­დეგ ვვარ­ჯი­შობთ. კვე­ბის შემ­დეგ, მივ­დი­ვართ კო­ლე­ჯში და ვმე­ცა­დი­ნე­ობთ, შემ­დეგ ისევ ვარ­ჯი­ში... სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლია და ყა­ზარ­მა­ში შუქი ქრე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძი­ლის დროა... სა­ქარ­თვე­ლოს­თან დრო­ის 9 სა­ა­თი­ან გან­სხვა­ვე­ბას კარ­გად ვი­ყე­ნებ, ამ დროს ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი. სხვა რა­მის­თვის, კი­თხვის­თვის ან სუ­ლაც გარ­თო­ბის­თვის, დრო ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს. თუმ­ცა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, სხვა ჯა­რის­კა­ცებ­საც და­ვუ­მე­გობ­რდი, ზოგი წი­ნას­წა­რი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბი­დან, ბევ­რიც შემ­დეგ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს, ერ­თმა­ნეთ­თან იტერ­ნე­ტით და სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქტს არ ვწყვეტთ.

 

 

 

 

- თქვენს გარ­და, ბევ­რი უცხო­ე­ლია?

 

- ჩემს ბა­ზა­ზე მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი ევ­რო­პე­ლი. ჩემს გვარს თით­ქმის ვე­რა­ვინ გა­მოთ­ქვამს. არა­ერ­თხელ უკი­თხავს კა­პი­ტანს, ხუმ­რო­ბით - თა­ვად რო­გორ წარ­მოთ­ქვამ შენს გვარ­სო, რომ გი­თხრათ, მა­ინც ვერ გა­ი­მე­ო­რებთ-მეთ­ქი, ვე­უბ­ნე­ბი... თა­ვი­დან რომ ვე­ტყო­დი, ჯორ­ჯი­ი­დან ვარ-მეთ­ქი, ჯორ­ჯი­ის შტა­ტი ეგო­ნათ, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდე­ო­ბა­რე­ო­ბას ავუხ­სნი­დი, ადრე რუ­სე­თის ნა­წი­ლი ხომ იყა­ვით, მკი­თხავ­და ზოგი... ეგ მეტ­ჯერ არას­დროს მა­კად­რო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ვართ-მეთ­ქი, ვე­უბ­ნე­ბო­დი. თუმ­ცა, ჩვენ­და სა­ა­მა­ყოდ, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში ჰქონ­და მოს­მე­ნი­ლი, ქარ­თველ ბი­ჭებს იქი­დან იც­ნობ­და. ძა­ლი­ან კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჯარი გყავთ, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, მი­ზან­სწრა­ფუ­ლი და მა­მა­ცი ბი­ჭე­ბით, რომ­ლებ­საც საქ­მი­სა და მე­გობ­რის­თვის თა­ვის გა­წირ­ვა შე­უძ­ლი­ა­თო... ჩემს მი­მარ­თაც პა­ტი­ვის­ცე­მით იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი.

 

 

- რა არის ის, რი­თაც ამე­რი­კუ­ლი ჯარი გა­მორ­ჩე­უ­ლია?

 

- წეს­რი­გი და დის­ციპ­ლი­ნა. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ ჰქონ­დეს ძლი­ე­რი, სი­მაღ­ლი­დან ვერ გად­მოხ­ტე, ამ­ტა­ნი არ იყო, მაგ­რამ მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბი­ან, გას­წავ­ლი­ან, თუმ­ცა თუ არ გაქვს ში­ნა­გა­ნი დის­ციპ­ლი­ნა, ამე­რი­კულ ჯარ­ში ვერ მოხ­ვდე­ბი.

 

 

 

 

- ვიცი, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. ახლა რო­გო­რია მათი ემო­ცია?

 

- ვი­ცო­დი რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ, ამი­ტომ სა­ნამ ყვე­ლა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით არ გა­ვი­ა­რე, კონ­ტრაქ­ტი არ გა­მი­ფორ­მეს, არა­ვის­თვის მით­ქვამს რას ვა­პი­რებ­დი. შემ­დეგ, სახ­ლში რომ დავ­რე­კე და ოჯახს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ვა­ტყო­ბი­ნე, შოკი ჰქონ­დათ... გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მამ ინერ­ვი­უ­ლა, რა გინ­და ჯარ­ში გო­გოს, თან ამე­რი­კის ჯარ­შიო, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი მქონ­და და ძა­ლი­ან რთუ­ლი გზის ერთი ეტა­პიც გავ­ლი­ლი და ბო­ლოს შე­ე­გუვ­ნენ...

 

ე.წ. კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნი­სას წე­რი­ლებს მწერ­დნენ. რა­საც მე­თა­უ­რო­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად გვაწ­ვდი­და. დედა ხში­რად მწერ­და. ერთხელ მა­მა­მაც მომ­წე­რა. ეს იყო ჩემ­თვის უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია. მივ­ხვდი, რომ უკან­და­ხე­ვი­სა და და­ნე­ბე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და.

 

 

- რა გე­ვა­ლე­ბა?

 

- ლო­გის­ტი­კა­ში ვარ, თუმ­ცა, დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლის უფ­ლე­ბა არ გაქვს. ჯერ­ჯე­რო­ბით სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ვცხოვ­რობთ. შემ­დეგ უკვე სხვა ბა­ზებ­ზე გა­დავ­ნა­წილ­დე­ბით. ვა­პი­რებთ, კონ­ტრაქ­ტით მსა­ხუ­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. სწავ­ლის გა­და­სა­ხადს მთლი­ნად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მი­ფა­რავს... ზო­გა­დად, აქ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი ძა­ლი­ან პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლია. რო­დე­საც ქუ­ჩა­ში ფორ­მით გა­დი­ხარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობთ და მა­შინ ვფიქ­რობ, ამის­თვის ღირა იმ ტან­ჯვის გა­მოვ­ლა და ფორ­მის ჩაც­მა. დიახ, მე ჩემი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი და ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს, ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჯა­რის­კა­ცი ვარ და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს შევ­ძე­ლი!..

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1213 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.