„წელს რამდენიმე ასეული, ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას ვგეგმავთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი
„წელს ვგეგმავთ რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას და არსებულის ჩანაცვლებას“-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღამის კურიერის“ ეთერში თავდაცვის ძალებში მიმდინარე სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, თუმცა ამ პროცესში გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც გამოიკვეთა. „ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც ამ წელს ვაგვარებთ, იქნება ტექნიკის განახლება და გადახალისება. კერძოდ, ვაპირებთ რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას - ნატოს სტანდარტების, ევროპული ბრენდების შეძენას და ჩანაცვლებას, რათა ჯარმა პრობლემას თავი ღირსეულად გაართვას თავი“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გამოჩენილ მაღალ პროფესიონალიზმს, დისციპლინას, მობილიზაციასა და თავდადებას გაუსვა ხაზი.
„ჯარის გამოჩენისთანავე გამოჩნდა სხვა ენერგია დაძალა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირ პოლიციელებთან ერთად მართლაც უპრეცედენტო და მძიმე შრომას ეწეოდნენ 24 საათის განმავლობაში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 1 მილიონ 700 ათასიავტომობილის დეზინფექცია მოახდინა ჯარმა და სამხედრო ექიმებმა 2,5 მილიონ მოქალაქეს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი. ეს არის ზღვა სამუშაო. რაც მთავარია, 158 ადამიანის გამოვლენა მოხდა, რომელსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა. ანუ, აქაც ძალიან სერიოზული პრევენცია მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თითოეულ ჯარისკაცს“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე