პოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე ქუთაისში დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ორ თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
