პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1964 წელს დაბადებული მ.ო. დააკავეს.
უწყების ცნობით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
“დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 67 გრამი მარიხუანა ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი კარტრიჯები. ასევე, ამოღებულია რამდენიმე ათეული კანაფის თესლი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს.'- ბერდია სიჭინავა
- ,,სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას''- ვიქტორ ჯაფარიძე
- "ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს'' - ბერდია სიჭინავა
- "შეუძლიათ რაღაც ჯიხური გახსნან და ჩემოდნებით ატარონ ფული, მაგრამ ამას ბანკი არ ერქმევა -'' გია ხუხაშვილი „იმედის ბანკზე“
- სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
