ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, 65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მიმართა.
გამოძიება ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებულები 30 სექტემბერს გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. საქმის მასალების თანახმად, მათ საქართველო 2025 წლის თებერვლის ბოლოს დატოვეს.
ბრალის წარდგენის შესახებ პროკურატურამ მარინა რამაზაშვილს 29 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს 17 საათისათვის, ტელეფონით შეატყობინა და მათ უთხრა, რომ ისინი 30 სექტემბერს თბილისში, გენერალურ პროკურატურაში უნდა მისულიყვნენ ბრალის ოფიციალურ წარდგენაზე.
ადვოკატი, ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულებმა არ იცოდნენ, როდის დაინიშნებოდა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა. მიუხედავად ადვოკატის განცხადებისა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულები საქართველოში არ იმყოფებიან [ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან] და მათ არც სასამართლოს გამართვის თარიღი და დრო არ იცოდნენ, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ თქვა, რომ რაკი ბრალდებულები სხდომას არც დისტანციურად არ ესწრებიან, ეს ნიშნავს, რომ "ისინი სასამართლოში გამოცხადებას თავს არიდებენ".
სიახლეები
- ,,ფაქტია, რომ ევროკავშირი განზე დგას ყველანაირი პროცესისგან, რომელიც მსოფლიოსთვის შეიძლება, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს"- გიორგი ვოლსკი
- ,,დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთო"-ლინდსი გრემი
- აშშ ტოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციას
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
- ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა
