პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2004 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელისა და ფერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 2004 წელს დაბადებულ გ.ვ-ს და 2006 წელს დაბადებულ ს.ვ-ს. მომხდარის შემდგომ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
