“ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი - მის სახლთან 100-მდე საპოლიციო ძალა იყო, ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა, მისთვის დაკავების საფუძვლები ცნობილი არ არის - მასთან კითხვები შეეხებოდა ათონელზე მიმდინარე პროცესებს” - ადვოკატი
დაკავებული აკადემიკოსი, ექიმი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც მისი ადვოკატი, მარიამ ჯიქია აცხადებს, ჩახუნაშვილი თავს მხნედ გრძნობს. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად თუ რას ედავებიან დაკავებულ აკადემიკოსს, ეს ადვოკატისთვის ამ დროისთვის უცნობია.
„ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი მოვინახულე წუხელ, 3 საათზე, იქამდე, 2-3 საათის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას მასთან შევსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომელ უწყებაში ჰყავდათ ის. გვიზღუდავდნენ უფლებას, ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებას დავსწრებოდით, ის ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. ბატონი გიორგი შემართებით, მხნედაა. ნახავდით ვიდეოსაც, რომელიც გავრცელდა, მის სახლთან დაახლოებით, 100-მდე საპოლიციო ძალა იყო მობილიზებული, მის სახლში შევიდნენ და ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა, მისთვის დაკავების საფუძვლები ცნობილი არ არის, მას ხელი არ მოუწერია არაფერზე. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მისთვის დასმული კითხვები ეხებოდა ათონელზე მიმდინარე პროცესებს და იმას, რა მოტივაცია ჰქონდა, როცა პროევროპულ აქციებზე დადიოდა. ყოველ შემთხვევაში, ბრალი ამ ეტაპზე წარდგენილი არ აქვს, მაგრამ მოლოდინი აქვს, რადგან ნადირობის სეზონი გამოცხადებულია, ყოველდღე ადამიანებს აკავებენ, შესაბამისად, მასაც ბრალს წაუყენებენ“, - განაცხადა ჯიქიამ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფაქტზე აკადემიკოსი, ექიმი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი წუხელ, გვიან ღამით, საკუთარ სახლში დააკავეს. მის გარდა, გუშინ კიდევ 7 პირი, მათ შორის, ია დარახველიძე დააკავეს.
სიახლეები
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება
- ,,მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ"- კახა კალაძე
- ,,მოწმე ვარ, როგორ უბიძგეს ამერიკელებმა გერმანელებს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვისკენ"- ვიქტორ ორბანი
- ,,დიდი პატივია, დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით მოგმართოთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს” – შალვა პაპუაშვილი
