21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს - შსს-მ ორივე მამაკაცი დააკავა
ზუგდიდში, 21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ორივე პირი, მამამთილი და მისი შვილი, გუშინ დააკავეს.
რაც შეეხება თავად ფაქტს, ახალგაზრდა ქალი მედიასთან დეტალებს თავად ჰყვება და აცხადებს, რომ ძალადობის შედეგად აღენიშნება დაზიანებები.
„17 ნოემბერს, საღამოს ჩემზე იძალადეს ჩემმა მეუღლემ, დათა პაპავამ და მამამთილმა კობა პაპავამ. იქ იმყოფებოდა ჩემი მცირეწლოვანი შვილი და მისი თანდასწრებით ხდებოდა ძალადობა, ასევე იმყოფებოდა ჩემი დედამთილი ეკატერინე კოდუა, რომელმაც ატეხა კივილი, რომ ჩემთვის წაერთვათ შვილი. მაქვს დაზიანებები, სილურჯეები, ზურგის არეში ძლიერი ტკივილები“, - განაცხადა თამარ ბულიამ.
ახალგაზრდა ქალის დედამთილი, ეკა კოდუა კი აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რძალმა მასაც მიაყენა და დაზიანებები მის შვილსაც აღენიშნება.
დედამთილის თქმით, მომხდარის მიზეზი არის ის, რომ მის რძალს „ცალკე ცხოვრება უნდოდა, სხვა არაფერი ყოფილა და ამ მიზანს რომ ვერ მიაღწია, შეთხზა ასეთი რაღაცები“.
სიახლეები
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- „დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს“- მიხეილ სარჯველაძე
- „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება
- ,,ახლა ბლაჟევიჩი ატრენინგებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ"- ლევან მაჭავარიანი
