ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, ,,ბუპრენორფინის” შემცველი 112 აბი და „მარიხუანა“.
დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედება დადასტურდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ,,სახელმწიფო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთი მედიკამენტის ფართო დაფინანსებაზე ან შემოტანაზე, რომლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებული არ არის"- თამთა მეგრელიშვილი
- ,,ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშელონს ვაშაძისა და სხვების სახით"- შალვა პაპუაშვილი
- 1107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი
- მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
