მკვლელს ვერ უმტკიცებენ ბრალს, თორემ ის უკვე დაკავებულია - მიხეილ კალანდიას ძმა
მკვლელს ვერ უმტკიცებენ ბრალს, თორემ ის უკვე დაკავებულია. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ ვერ უმტკიცებენ დანაშაულის ჩადენას,
- ამის შესახებ დიღმის პოლიციის სამმართველოსთან ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განაცხადა.
როგორც კალანდია აცხადებს, უდანაშაულო ბავშვს "ტენიან" დანაშაულს, რადგან საზოგადოებისგან ხელისუფლებამ ტაში დაიმსახუროს.
„როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ერთ-ერთი დაკავებულის, გ.ჯ-ს ჩვენება უძღოდა წინ დაკავებას, ასევე, როგორც ვიცი, არსებობს ორი ირიბი მოწმის ჩვენება, თითქოსდა დაინახეს როგორ გამორბოდა მიხეილ კალანდია და თითქოს მას რაღაც ეჭირა ხელში. ეს ყველაფერი არის გამოგონილი, ვის რაში სჭირდებოდა ეს, არ ვიცი. დიახ, პოლიტიკურ მოტივსაც ვხედავთ, რადგან ამდენი ხნის შემდეგ მიხეილ კალანდიას, უდანაშაულო ბავშვს აკავებენ და ამ ყველაფერს ასაღებენ ისე, თითქოსდა აქამდე არაფერი არ ჰქონდათ და საზოგადოებას წინასაარჩევნოთ აწყნარებენ იმით, რომ მოვიპოვეთ დამატებითი მტკიცებულებები და დავდეთ სამართალი, რომელსაც ამდენი ხანი საზოგადოება ითხოვდაო. სად არის აქ სამართალი?
პირველივე დღეებში ყველაფერი ოპერატიულად იყო გამოძიებული, მკვლელს ვერ უმტკიცებენ ბრალს, თორემ ის უკვე დაკავებულია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ ვერ უმტკიცებენ მკვლელს დანაშაულის ჩადენას. ერთი დღეც არ უნდა იჯდეს მიხეილ კალანდია ციხეში, მას არანაირი ბრალი არ აქვს სარალიძესთან მიმართებაში. ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას და არც ერთი წამი არ შევეგუებით“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
მისი თქმით, მასზე და მის ოჯახზე სამ დეკემბერს დიღმის სამმართველოს მკვლელობების განყოფილებაში მოხდა ფიზიკური ზეწოლა. კალანდიას თქმით, მას მამამისის ცემის ხმა გვერდით ოთახიდან ესმოდა. მისივე თქმით, უმოწყალოდ ნაცემი იყო მისი ძმაც, რომელიც იმ დროისთვის არასრულწლოვანი იყო.
ლუკა კალანდია აღიარებს იმ ფაქტსაც, რომ დაკავებული გ.ჯ-ს მიმალვაში მისმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა.
„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ოჯახი თანამშრომლობდა გამოძიებასთან. არც ერთი წამი არ ვამტკიცებდით და ვამბობდით საწინააღმდეგოს, იმდენად დიდი ტრაგედია იყო მომხდარი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო სიმართლე, მაგრამ მივიღეთ ის, რომ გაირკვა ე.წ. სიმართლე. ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ ზეწოლას, 3 დეკემბერს მე, მამაჩემი და ჩემი ძმა მიგვიყვანეს ამ შენობის მეხუთე სართულზე, დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გახორციელდა ჩვენს მიმართ ცემა. მე მესმოდა პირადად როგორ ცემდნენ მამაჩემს, მამაჩემსაც ესმოდა, მე როგორ მცემდნენ, ჩემი ძმაც უმოწყალოდ სცემეს და რომელ არასრულწლოვანთა უფლებებზეა საუბარი, ვინმეს რომ მიხეილისთვის ხელი დაეფარებინა, როგორ ფიქრობთ, ვინმე ხელს აწევდა ჩვენზე? იმიტომ გვცემდნენ, რომ დანაშაულის დაფარვის ასპექტში ყველამ კარგად იცის, რომ დააკავეს ჩვენი მეგობრები, უდანაშაულო მეგობრები. კი გ.ჯ წამოვიყვანეთ სახლში, ვაბანავეთ და საღამოს ოჯახს გადავეცით და ამას თუ გულისხმობთ დანაშაულის დაფარვაში, კი ვაღიარებთ, რომ ეს გავაკეთეთ“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
ლუკა კალანდია არ გამორიცხავს მისი და მამის თენგიზ კალანდიას დაკავებას. რათა მისი თქმით. მათი ასპარეზიდან მოშორება მოხდეს.
„არ გამოვრიცხავთ საზოგადოების მხრიდან მსგავსი ნეგატიური ტალღისგან თავის დასაღწევად, ჩვენ დაგვაკავონ იმისათვის, რომ მოგვაშორონ ასპარეზიდან. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და იმ პირების სახელი და გვარებიც არის ცნობილი და თუ არ დაგვცალადა და დაგვაკავეს, ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდებთ",- განაცხადა ლუკა კალანდიამ.
ambebi,ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში