დაკავებულია 14 წლის გოგო, რომელიც ქუთაისში ავარიის დროს ავტომობილს მართავდა
ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაკავებულია 14 წლის მოზარდი, რომელიც საჭეს მართავდა.
3 ივნისს, ევდოშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა სპორტსმენი გიორგი ხურციძე ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ - ,,ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. 14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა. ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარაზე... გადაუარა ზემოდან კიდევ იმ მანქანამ. რომ არ გადაევლო მანქანით, შესაძლოა, გადარჩენილიყო. იქვე დაიღუპა ბავშვი. სული მტკივა ამ ოჯახის ტრაგედიით. როგორ უნდა გაუძლონ ამ ტკივილს, პატარა და ჰყავს გიოს. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ოჯახი. სხვებს არაფერი სჭირთ, ის მეორე გოგონა, რომელიც მანქანაში იყო, გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში. საჭესთან ვინც იჯდა იმას საერთოდ არაფერი სჭირს. სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლა სიჩქარე. წუხელვე დააკავეს გოგონა, რომელიც საჭესთან იჯდა“.
სიახლეები
- ,,საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს"- ირაკლი კობახიძე
- სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
- ,,საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, თქვენი დროშა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელს მსოფლიოში"- კრისტოფერ ლანდაუ
- ,,საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით” – შალვა პაპუაშვილი
- ავარიას ქუთაისელი სპორტსმენი ემსხვერპლა
