,,საქმის მასალებით ნამდვილად დასტურდება, რომ თამთა თოდაძის მიმართ განხორციელდა ძალადობა''

,,საქმის მასალებით ნამდვილად დასტურდება, რომ თამთა თოდაძის მიმართ განხორციელდა ძალადობა'' - ამის შესახებ თამთა თოდაძის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, თოდაძე დაზარალებულად სცნეს.

„გაგვაცნეს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, ასევე გავეცანით სისხლის სამართლის საქმის მასალებს დეტალურად და რასაც ვამბობდით, ნამდვილად იმ კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე. გადაკვალიფიცირებულია ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად 138-ე მუხლის პირველი პუნქტი მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტზე.

 

საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული პროკურატურის მიერ, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდგომ დღევანდელ დღემდე საკმაოდ ბევრი მტკიცებულებაა მოპოვებული მათ მიერ. სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, ვისაუბრო საჯაროდ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ გაუთქმელობის შესახებ ოქმს და შესაბამისად, ჩვენებებზე და ასევე, მტკიცებულებებზე, შინაარსზე ვერ ვისაუბრებ. გამოკითხულია ძალიან ბევრი მოწმე, ასევე, ჩატარებულია რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, თუმცა მათ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ადვოკატმა.

 

მანვე უპასუხა კითხვაზე, გადაეცათ თუ არა მასალები და მათგან გამომდინარე დასტურდება თუ არა ძალადობა თამთა თოდაძეზე.

 

„სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემა დაზარალებულისთვის არ ხდება, კანონდებლობის შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია, რომ გავეცნოთ ადგილზე საქმის მასალებს და ასევე, გვქონდეს მონიშვნები საქმესთან დაკავშირებით. ნამდვილად დასტურდება, რომ თამთა თოდაძის მიმართ განხორციელდა ეს ფაქტი, საქმეში დევს შესაბამისი მტკიცებულებები, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვა მტკიცებულებები", - აღნიშნა ლუკავამ.

 

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფიში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

წაკითხვა 921 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.