ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, "ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"ტვ პირველის" გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას განცხადებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო.

 

მისი თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

 

"ახლახანს დასრულდა პროცედურა. 154-ე მუხლით აღიძრა საქმე, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა გულისხმობს. "ტვ პირველის" ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც ჟურნალისტებს ასე მოექცევა, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს", - აცხადებს ინგა გრიგოლია.

 

 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ღონისძიების დასრულების შემდეგ "ტვ პირველის" ოპერატორს და ჟურნალისტს ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 590 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 15 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.