"რატომ არ უნდა არსებობდეს გამოცდები საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის?" - მამუკა ტუსკაძე
დაახლოებით, 2000-მდე იურისტი გვემატება ყოველწლიურად. ძალიან ბევრი მათგანი რჩება უმუშევარი პროფესიული მიმართულებით. შეიძლება, გამოცდებიც ჩააბაროს, მაგრამ ადვოკატურაში ვერ ივარგოს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა მამუკა ტუსკაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს გარკვეული „მარიფათი“ სჭირდება.
"თუ ამ ადამიანებს გადაამზადებ, კარგ სპეციალისტს გამოზრდი იმ მიმართულებით, რისი უნარებიც აქვს. მეორე ეტაპი გამოცდების ჩაბარება უნდა იყოს. თუ არსებობს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები, არსებობს პროკურატურის, არსებობს თეორიული გამოცდა საპატრულო პოლიციაში მუშაობის დაწყებისთვის, რატომ არ უნდა იარსებობს გამოცდებმა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის? კი, არის 15-დღიანი კურსი და ამოწმებენ, რამდენად კარგად ისვრი იარაღს. შემდეგ შეამოწმებს უსაფრთხოების სამსახური და თუ აღმოაჩენს, რომ სანდო პირია, შერაცხადია, ჭკვიანია, აყვანილია სამსახურში. არავინ ამოწმებს, რამდენად კარგად იცის, თუნდაც საპროცესო, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი. აღარ ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რომ თავად ეს კოდექსებიც შესაცვლელია. არის დღეს სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულებები, რომელიც უნდა იყოს მოაზრებული, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და პირიქით, დღეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად ისჯება ადამიანი, რომელიც ცალსახაა, რომ უნდა იყოს დასჯილი სისხლის სამართლის შესაბამისად..."- აცხადებს მამუკა ტუსკაძე.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
