თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციათა საარჩევნო სარჩელები არ დააკმაყოფილა და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა დაუშვებლად ცნო.
სოფელ წიწამურთან ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი კი დაშავდა.
მარნეულის 69-ე უბანზე, ყუთში დიდი რაოდენობის ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – როვშან ისკანდაროვი და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის და განას, ჯამში 7 მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.