ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის
სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სისტემა, რომელიც ყველა საბანკო ბარათს ამოიცნობს და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს.
რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის ვადებს, პაატა კვიჟინაძის თქმით, 2026 წლის აპრილიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხზე მსჯელობა გაიმართება და თარიღი შემდეგ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელთა ნაწილი გადავადდა. მაგალითად, მუხლები, რომელიც საბარათე გადახდებზე ბანკებისთვის ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობდა, დროებით ამოღებულია პროექტიდან.
სიახლეები
- სამეგრელოს პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
- სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
- ,,თინა ბოკუჩავა ეკლესიას მოედნად აღიქვამს, სადაც ფიქრობს, რომ გოლს გაიტანს"- ნინო წილოსანი
- ,,ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი"- მეუფე იოანე
- ,,გთხოვთ, ვინმემ უთხარით პაპ ლეოს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ირანმა, სულ მცირე, 42 000 უდანაშაულო და სრულიად უიარაღო მომიტინგე მოკლა” – დონალდ ტრამპი
