თებერვალი 10 2025 წაკითხვა 571 ჯერ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ აქცია გამართეს, 5000 ლარით დააჯარიმა.

თებერვალი 09 2025 წაკითხვა 456 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 37 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თებერვალი 07 2025 წაკითხვა 471 ჯერ

"ქართული ოცნება" რეპრესიული კანონებითა და სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, პროტესტი ჩაახშოს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა“ , - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია ნათქვამი.

თებერვალი 07 2025 წაკითხვა 373 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“. – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თებერვალი 06 2025 წაკითხვა 381 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია.

თებერვალი 06 2025 წაკითხვა 390 ჯერ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავა. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გვერდი 35 სულ 100
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.