არსებული ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. შესაბამისი ვიდეოკადრები ფეისბუკში ვრცელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვდა აშშ- ს საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე მიიღო.
მარნეულში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნიკა გვარამია რუსთავის ციხიდან მიმართვას ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გაახმოვანა:
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.