ივნისი 18 2024 წაკითხვა 384 ჯერ

„მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ივნისი 14 2024 წაკითხვა 430 ჯერ

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ივნისი 13 2024 წაკითხვა 435 ჯერ

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მას სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.

ივნისი 12 2024 წაკითხვა 422 ჯერ

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.

ივნისი 12 2024 წაკითხვა 401 ჯერ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი.

ივნისი 12 2024 წაკითხვა 421 ჯერ

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, გვიან ღამით, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს, დაჭრილია ორი მამაკაცი.

გვერდი 34 სულ 91
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.