საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 100 ახალი ავტომობილით განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი “შკოდას” მარკის 100 ახალი ავტომობილით განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი ავტომობილები თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვისაა განკუთვნილი.
„თანამედროვე სტანდარტების ავტოსატრანსპორტო საშუალებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მოადგილესთან სერგი ბზიშვილთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსთან ლაშა ჯოხაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
ავტოპარკის განახლების მიზანს, პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნისთვის, სხვადასხვა დანაყოფის, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით რეგულარულად აახლებს. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
