საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით, გაასაღა ჯამში 2 800 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 28 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
სიახლეები
- რუსეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო სოციალური ქსლების მომხმარებლების მესენჯერ-აპლიკაცია MAX-ში გადასაყვანად.
- ,, ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება'' - დონალდ ტრამპი
- გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს – 18 000 ადამიანი ევაკუირებულია
- “იმედია, საზოგადოებაში ისეთი ძალები და გაერთიანებები წარმოიქმნებიან, რომლებსაც თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების კულტურა ექნებათ” – ვოლსკი
- ევროკავშირის ელჩებმა 19 ირანელი ჩინოვნიკისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს
