რეპერი „შავი პრინცი“ გარდაიცვალა
''შავი პრინცის'' სახელით ცნობილი ქართული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი გარდაიცვალა.
ის 48 წლის იყო. მომღერლის გარდაცვალების შესახებ Facebook-ზე რეპერმა ჯერონიმომ დაწერა.
არსებული ინფორმაციით, რეპერი ბათუმში გარდაიცვალა, მიზეზი კი თირკმელთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
