ინგრედიენტები :
მარილი და პილპილი
ნაღები - 150.00 მლ
ღვინო - 200.00 მლ
ხახვი - 1.00 თავი
ორაგულის სტეიკი - 1.00 ცალი
მომზადების წესი :
ორაგულის სტეიკი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და შევწვათ კარაქში ორივე მხრიდან.
ამოვიღოთ და გადავდოთ ცალკე თეფშზე. დარჩენილ ცხიმში ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. დავასხათ
თეთრი ღვინო და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ნაღები და დაჭრილი ოხრახუში. წამოვადუღოთ და სოუსიც მზადაა.
ყაბაყის ბლინები საუზმისთვის - მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ
რატატუი სეზონური ბოსტნეულით - ასე გამოიყურება იდეალური კერძი
„მეგრული სუში“ რამდენიმე საიდუმლო ინგრედიენტით - განსხვავებული კერძი მკითხველის რეცეპტით
ინგრედიენტები :
ინგრედიენტები
ფქვილი - 3 სკ
რძე - 3 ჭიქა
კარაქი - 50 გრ
მარილი
შავი პილპილი
ლაფშა (სწრაფად მოსამზადებელი მაკარონი) - 170 გრ
გახეხილი ყველი მოცარელა - 100 გ
საქონლის ხორცი - 300 გ
სტაფილო - 1 ც
პომიდორი - 2 ც
ხახვი - 1 ც
ზეითუნის ზეთი - 4 სკ
მომზადების წესი :
ქვაბში მოათავსეთ ზეთი და წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც მოიშუშება, დაუმატეთ საქონლის ხორცი, როდესაც ხორცი დაიწყებს გაწითლებას, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, დატოვეთ კიდევ 10 წუთი და მოასხით გახეხილი პომიდორი, ტომატის პასტა, დაუმატეთ შავი პილპილი და მარილი. დაამატეთ ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და დატოვეთ გასაციებლად.
სოუსისთვის ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, რძე და ურიეთ 5 წუთის განმავლობაში.
გაციებული ლაზანია სოუსთან ერთად მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში.
„თეფშიდან მომენტალურად ქრება“ - სამარხვო ორცხობილები ზუსტად 20 წუთში