სექტემბერი 18 2025

ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ, შვიდ პროვინციაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად პრეზიდენტმა სატრანსპორტო პროფკავშირების გაფიცვა დაასახელა, რომელიც დიზელის ფასების ზრდის წინააღმდეგ დაიწყო და საბოლოოდ არეულობაში გადაიზარდა.


სექტემბერი 18 2025

საფრანგეთში პროფკავშირებმა მასობრივი გაფიცვები დაიწყეს, ამით ისინი პენსიების რეფორმის შესახებ მთავრობის გეგმას გამოეხმაურნენ.


სექტემბერი 18 2025

უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.


სექტემბერი 18 2025

18 სექტემბერს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში. შუაღამის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინულ უპილოტო საფრენი აპარატების მასირებულ შეტევას იგერიებენ.


სექტემბერი 18 2025

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა.


სექტემბერი 18 2025
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

სექტემბერი 18 2025
ქუთაისელი პარამკლავჭიდელი, ვახტანგ ახლობაძე მსოფლიო ჩემპიონია.

სექტემბერი 18 2025

დიდი ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს,- აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Times-ი იუწყება


სექტემბერი 18 2025

დედაქალაქში MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა.


სექტემბერი 18 2025

ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „არ შეიძლება, არჩევნების დღეს რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი“.


გვერდი 116 სულ 1001
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.