წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და მას შემდეგ ყოველ წლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არანაირი 4 ოქტომბრისთვის მზადება არ არსებობს, არავინ 4 ოქტომბრისთვის პასუხისმგებლობას არ იღებს, არავინ ამბობს ვინ რას აპირებს 4 ოქტომბერს – ყველაფერი ისეა, თითქოს ბოლოს ვიღაცამ უნდა თქვას გეხუმრებოდითო, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მგონია, რომ 4 ოქტომბრის ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოსვლასთან დაკავშირებით უარის შესახებ მედიასთან საუბრობს.
ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა.
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი არიან.
