ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7100 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი შეადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 25 წლის პოლიციელი ქურდობის ბრალდებით დააკავა.
ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
პოლონეთის მთავრობა თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქართულმა ოცნებამ“ მისი მმართველობის პერიოდში ევროკავშირის მიმართ ნდობა გაზარდა, რაც დამართეს დღეს ამ ნდობას, არის პირადად ევროკავშირის ელჩის და ბევრი ელჩის დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს ვერცერთ იდეას და ამ იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი დილემებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, ის მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში.
,,გოჭებო, 17 წლის ასაკში, 90-იან წლებში 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, მათ შორის ერთი ამერიკის და იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი”,- ამის შესახებ პარტია ,,ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე, სოციალურ ქსელში წერს.
