ქობულეთში, შავ ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
რუსეთში, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან – 131 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5. 5 მაგნიტუდას შეადგენდა.
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ქარიშხალი „ერინი“ მძვინვარებს, რომელსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინეს. მერობის კანდიდატი ჰერმან საბომ დაასახელა, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პრაიმერიზის შედეგად მიიღეს.
„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის საარჩევნო სიის ათეული წარადგინა.
“საქართველოში რევოლუცია არ მოხდება – კარგი გამოცდილება მივიღეთ, კარგად გვამეცადინეს, მთელ შემოტევებს გავუძელით. არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ,” – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ღირსება, თავმოყვარეობა, პრინციპი როცა არ გაქვს, ქართველი კაცისთვის მიუღებელი ხარ. საკუთარ ხალხს და რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი. რადიკალებს სწორედ ეს დაემართათ,“ – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აგვისტოს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 28-29 აგვისტოს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
“მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება – სტუდენტობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
გამუდმებით ერთი სცენარია - „მე ამასთან არ დავჯდები, მე უფრო რეიტინგული ვარ, მე უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვარ, მე კადრში კარგად გამოვიყურები, ვიზუალი ხელს მიწყობს“ - გამოსავალი არის მარტივი: უბრალოდ „დავიკიდოთ“ ეგ „ყოვლისშემძლე“, მძლეთამძლე „პოლიტ-ელიტა“ და ხალხი გავერთიანდეთ! ხალხის გაერთიანებას არ აქვს ალტერნატივა! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
